განალებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო გრანტების კონკურში ჩვენს მიერ წარდგენილმა პროექტმა ,,ვირტუალურ თაობას ვირტუალური გაკვეთილები " მოიპოვა დაფინანსება ( $3000), სკოლაში მათემატიკური კაბინეტ ლაბორატორის შესაქმნელად. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ჩვენი კლუბი ,,უნარიანი ივერიელი" და კლუბის წევრ მოსწავლეებთან ერთად მოპოვებული ტექნიკის საშუალებით იქმნებოდა ვიზუალური მასალა მოსწავლეთა მოთხრობების, ზღაპრების და ნახატების მიხედვით, ფილმები, ბუკლეტები და სხვადასხვა სასწავლო რესურსები. განხორციელდა არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტი, ინტეგრირებული და სამოდელო გაკვეთილი, რომლებიც საერთაშორისო კონფერეცნიებზეც არ დარჩენილა უყურადღებოდ. მათ შორის:
- განალებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,აიერნი- ფერადი პლანეტა 2006" მოვიპოვეთ გრან -პრი პროექტით, ,,Math in our life" და ორ მოსწავლესთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა ჰოლანდიაში, საერთაშორისო პროექტ ,, IEARN 2006" -ის XXXI კონფერენციაში.
- ,,ინტეგრირებული გაკვეთილები"-ს კონკურსზე წარვადგინეთ სამი გაკვეთილი და პროექტი და კვლავ მოვიპოვეთ - გრანპრი და პირველი - მეორე ადგილები რამდენიმე ნომინაციაში.გაკვეთილები განთავსდა საგანმანათლებლო საიტზე LeMILL.
- მივიღეთ მონაწილეობა ავსტრიაში, MICROSOFT-ის ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუზე ვენაში, სადაც ჩვენი ჯგუფის პროექტმა ,,ხუროთმოძღვრული ძეგლების სტერეომეტრიული მახასიათებლები" დაიკავა IV ადგილი.
- განალებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩვენი ჯგუფის წევრი წარგზავნილ იქნა ესტონეთში ქ. ტალინში ელექტრონული მმართველობის აკადემისს მიწვევით , ხოლო MICROSOFT-ის მიერ როგორც სკოლის საუკეთესო ინფორმაციული მენეჯერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საერთაშორისო კონფერენციაზე .
- ჩვენი კლუბი პედაგოგის პროექტი აღინიშნა როგორც ერთერთი საუკეთესო განალებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა" და წარდგენილ იქნა კონფერენციაზე ჩაქვში.
Комментариев нет:
Отправить комментарий