ჩვენს შესახებ

 თანამედროვე სამყაროში პიროვნების თვითრეალიზებისა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის აუცილებელია იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ფლობა, რომლებიც  ხელს შეუწყობს არ ამხოლოდ საჭირო ინფორმაციის მიღებასა და დასწავლას, არამედ  ცოდნის ადეკვატურად  გამოყენების, დასმული პრობლემების სათანადოდ მოდელირების, ანალიზის, შეფასების და გადაჭრის უნარს. 21 საუკუნის ამ გამოწვევებიდან გამომდინარე თანამედროვე მასწავლებელი დაინტერესებულია ფეხი აუწყოს  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას, აიმაღლოს კვალიფიკაცია, იზრუნოს პროფესიული განვითარების გზების დასახვაზე, სწორედ ამ მიზნების განსახორციელებლად შეიქმნა ჩვენი კლუბი - „უნარიანი ივერიელი“, რომელშიც გაწევრიანებულია 166-ე, 51-ე სკოლისა და პირველი კლასიკური გიმნაზიის სხვადასხვა საგნის პედაგოგები და მოსწავლეები. 
ჩვენი მუშაობის ასახვისა და შეფასებისათვის შეიქმნა ეს ბლოგი, სადაც განთავსებულია წლების განმავლობაში ურთიერთთანამშრომლობით შექმნილი სხვადასხვა რესურსი, საგაკვეთილო გეგმები, სიახლეები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეცნობა, აფასებს და იყენებს. 

ჯგუფის მიზანია: საქართველოსა და უცხოეთის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა.
  •  გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა საგნის სწავლებაში ინოვაციური მეთოდების დანერგვა-სრულყოფის, საგნების ინტეგრირების, პროექტებში, ოლიმპიადებში, პროგრამებში, რეგიონალურ თუ საერთაშორისო კონკურსებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჩართულობის შესახებ.
  • მოსწავლეებს შევუქმნათ თავისუფალი სასწავლო გარემო, რომელიც ოერიენტირებულია არა მხოლოდ ცოდნის შეძენაზე არამედ მის გამოყენებაზე კონკრეტული პრობლემების გადაჭრისას.   ვცდილობთ სწავლების პროცესი ისე წარვმართოთ, რომ მოსწავლეებმა თავად შექმნან აუდიო-ვიზუალური მასალა, ბუკლეტები, ელექტრონული თვალსაჩინოებები, ბლიც-კითხვები და სახალისო ამოცანები, კროსვორდები და მათემატიკური ზღაპრები. რაც იწვევს მოსწავლეთა შემოქმედობითობის, იტერაქციის და მოტივაცის ამაღლებას. 

Комментариев нет:

Отправить комментарий